შესაძლოა თბილისს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე დაემუქროს-ეს განცხადებები სამოქალაქო საზოგადოებაში მას შემდეგ გაკეთდა რაც გაირკვა, რომ პროექტ პანორამა თბილისის ფარგლებში დედაქალაქში სოლოლაკის ქედის ნაწილი ჩამოიჭრა.
კურიერის ინფორმაციით ქედი წავკისის წყლის კალაპოტთან ჩამოჭრეს.
სოლოლაკის მაღლობლის დატერასება ოპოზიციის მტკიცებით, გეოლოგიური კვლევის გარეშე მიმდინარეობს. თანაინვესტირების ფონდი ზეპირი განმარტების სახით, ოფიციალურად გამოქვეყნებულ ნებართვებზე მიუთითებს.
ეკონომიკის სამინისტროში არსებული პროექტი კი მხოლოდ 2007 წელს მომზადებულ, გეოლოგიური საფრთხეების ანალიზს მოიცავს.
მერიაში დღეს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მთავრობის დახურულ სხდომას ალექსანდრე მარგიშვილი ესწრებოდა. ის საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ჯოკია ბოდოკიამ ვიცე-მერის პოსტიდან მარგიშვილის წასვლა პანორამა თბილისს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი მერიაზე ზეწოლას ახდენდა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი