პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გაიმართება.
საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე წარუდგენს.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება ძირითადად მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს.