20 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა. გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების მიზნით გამართულ საგანგებო ვიდეოთათბირზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული დანაყოფი იყო წარმოდგენილი.

თინა ხიდაშელის თქმით, ამჟამად პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვითარება მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს, რომ პრობლემა არ წარმოიშვას.

მინისტრს სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელებმა შეიარაღებულ ძალებში გრიპის ვირუსით ინფიცირების ფაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

"სულ 12 ადამიანი გვყავს შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო ჰოსპიტალში, ასე რომ, საგანგაშო არაფერია, თუმცა ჩვენი ამოცანაა, პატარა სიცხის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი, თუ კი თეორიული შანსი არსებობს, რომ მას გრიპის ვირუსი ქონდეს, გავუშვათ და იმკურნალოს, ვიდრეს პოტენციურად რაიმე პრობლემა შექმნას. პანიკის საფუძველი არ არსებობს," - განმარტა თინა ხიდაშელმა. 

დღის ამბები