ახალი წესები ზამთრის კურორტზე. დღეიდან ჩვენს უსაფრთხოებაზე სათხილამურო ტრასებზე მოთხილამურე პატრული იზრუნებს. ისინი დაწესებული რეჟიმით იმუშავებენ.
როგორც თავად განმარტავენ, მოთხილამურე პატრული აქცენტს გააკეთებს მხოლოდ დახმარებისა და უსაფრთხოების მიზნებზე. არ დაუშვებს სათხილამურო ტრასაზე თოვლმავლით გადაადგილებას, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და პოლიციის თოვლმავლისა.
ასევე ტრასიდან ჩამოაშორებს იმ მოთხილამურეებს, რომლის სრიალიც აშკარად საფრთხის შემცველია.