20 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
შსს მარჯვენასაჭიან ავტომობილებს კრძალავს, კვლევის ჩატარებას კი ახლა იწყებს

შსს მარჯვენასაჭიან ავტომობილებს კრძალავს და კვლევის ჩატარებას ახლა იწყებს. ამის შესახებ დღეს პარლამენტში გახდა ცნობილი. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს დაევალათ ავტოსაგზაო შემთხვევების გამოძიების დროს ყურადღება მიაქციონ ითამაშა თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევაში გადამწყვეტი როლი მარჯვენასაჭიანმა ავტომობილმა. 

"დავავალეთ საპარტრულო პოლიციას ავტოსაგზაო შემთხვევების გამოძიების დროს მიაქციონ ყურადღება რამდენად თუნდაც არასწორი მანევრი იყო მარჯვენა საჭიდან გამომდინარე,"- აცხადებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი. 

ამ განცადებამდე ხუციშვილმა დეპუტატებს სამინისტროს ინიციატივების პაკეტი დეტალურად გააცნო. დეპუტატთა ნაწილი როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი გუნდიდან კანონპროექტში ცვლილებების შეტანას აანონსებენ და აღნიშნავენ, რომ გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები.

დეპუტატების ნაწილისთვის კი გაუგებარია რატომ არის აუცილებელი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა. 

შეხვედრას პარლამენტში, ავტოიმპორტიორები, ბიზნესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სმომავლოდ აქციების გამართვა დაანონსეს. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ "მარჯვნივ იქნება საჭე თუ მარცხნივ გემოვნების საკითხია."

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები