20 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
შევინარჩუნოთ ბულვარის სამივე ზოლი - აპოლიტიკურ კამპანიას ასობით ადამიანი უერთდება

კამპანია ბათუმის ბულვარის  სამივე ზოლის გადასარჩენად შავი ზღვის სანაპიროზე ცვლილებების შეჩერებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სარჩელი მოამზადეს და სასამართლოში შეიტანეს. 

სამართლებრივი დავის პარალელურად კი აჭარაში დაწყებულ საპროტესტო ტალღას ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ურთდებიან. 

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამპანიას კი ასობით ადამიანი ურთდება. განსხვავებული პროფესიის ადამიანები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ აჭარის სანაპირო ზოლის ცვლილება არ მოხდეს და შენარჩუნებული იქნას ბულვარის სამივე ბილიკი.

პროტესტის მიუხედავად კი შავი ზღვის სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი კონცეფციის თანახმად თუ აქამდე ბათუმის ბულვარის მეორე ზოლი სარბენ ბილიკად გამოიყენებოდა, უახლოეს პერიოდში კომერციული ობიექტებისთვის განისაზღვრება. 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი 

 

 

დღის ამბები