20 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
"საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შავმა პიარმა მაინც გამოჟონა"- ზვიად კვაჭანტირაძე

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას თბილისში აფასებენ. უმრავლესობის აზრით, ის შენიშნვები, რომელიც დოკუმენტში აისახა, ოპონენტების ძალისხმევით მოხვდა.

მმართველი გუნდი კრიტიკის უკან მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიას ხედვას. ამის მიუხედავად, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საკმაოდ დაბალანსებული დოკუმენტია.

„ძირითადად ევროპის სახალხო პარტიის აქტიურობით იყო გაჟღერებული უამრავი კრიტიკა საქართველოს მისამართით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კრიტიკას ევროპარლამენტი არ გაიზიარებდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შავმა პიარმა მაინც გამოჟონა, ისევ ჩვენი კოლეგებისგან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები შავი პიარის ფორმირებაში, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი ცუდი ტექსტი ვერ გავიდოდა და ვიცით, რომ საბოლოოდ შეჯერებული ვარიანტი არის დაბალანსებული და ძალიან კარგი დოკუმენტი,“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ნაციონალური მოძრაობა კი ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპარლამენტარების შენიშვნები გაითვალისწინოს.

ევროპა საქართველოს ხელისუფლებას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. მასში ასევე საუბარია მედიის თავისუფლებისა და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე. ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკური დევნისთვის არ გამოიყენოს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები