20 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
ექსპერტები ლარის კურსის გამყარების გზებზე საუბრობენ

ლარის კურსი ვარდნის გაგრძელებას აფასებენ ექსპერტები. მათი თქმით, ლარის კურსის გასამყარებლად საჭიროა მეტი საერთაშორისო ინვესტიცია, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაბალანსება და საგარეო ფაქტორების ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენება.

"ქართული ეკონომიკა უნდა გაიზარდოს, უნდა მოიზიდონ მეტი საერთაშორისო ინვესტიცია, პირდაპირ, რომ ვთქვატ მეტი დოლარი, მეტი უნდა იყოს ექსპორტი და ეს შეძლებს ამ პრობლემსი მოგვარებას. ცხადია საგარეო ფაქტორები არსებობს თუმცა მათი დაძლევაც შეიძლება, საგარეო ფაქტორები ჩვენთვის სარაგებლოც არსებოს, მაგალითად ნავთობის დაბალი ფასი, ხორბლის დაბალი ფასი ეს საგარეო ჩვენთვის სასარგებლო ფაქტორები უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ვახტანგ ლეჟავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებში“ მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს ერთობლივი როგორც მონეტალური ისევე ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვა.

“ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ერთობლივათ უნდა შექმნან სწორი მოლოდინები მოსახლეობისთვის, ერთობლივი განცხადებები უნდა გააკეთონ და ასევე ჩვენ უნდა დავინახოტ ქმედებები , რომელშიც შედის პრივატიზაციის პროცესი, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაბალანსება, ნაკლები ლარის გამოშვება ბაზარზე და ერთობლივი როგორც მონეტალური ისევე ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვა. უფრო მეტია ასევე გასაკეთებლი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“ - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.  

საქართველოს განვითარების ფონდის ეკონომიკური პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი თქმით გრძელვადიანო ეროივნული ვალუტის სტაბილურობისთვის, რეზერვების გამოყენება არ შეიძლება.

"რეზერვების გამოყენება აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია მოკლევადიან შოკების დასარეგულილებლად და მოკლევადიან სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რეზერვები არ შეიძლება იქნას გამოყენებული გრძელვადიანო ეროივნული ვალუტის სტაბილურობისთვის, ამისთვის აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიან ხედვა.  ლარის გაუფასურება გაგრძელდება მაგრამ ზუსტი ნიშნულის თქმა იმსი თუ რა კურის იქნება ერთ თვეში ეს შუძლებელია რადგან ეს დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ ლარის კურსი ვარდნას აგრძელებს. დღეს დილიდან ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 49 თეთრია. სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის შეძენა 2.45-ად ან 2.46-ად არის შესაძლებელი. ახალ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს ხუთი საათისთვის დაადგენს.

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი 

დღის ამბები