12 ნოემბერი 2026,   12:03
ვრცლად
იტალიის 6 000-მდე სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული შეტყობინება შევიდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ათასზე მეტი სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

იტალიის 6 000-მდე სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული შეტყობინება შევიდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

სამართალდამცველებმა შენობები შეამოწმეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა არცერთში არ აღმოჩნდა. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, შემოწმების შედეგად რეალური საფრთხე არ დადასტურდა.

მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან, დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა. დღეს დილით კი ჯორჯია მელონი უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გასაზიარებლად ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

ოფიციალური რომის შეფასებით, მასობრივი ცრუ შეტყობინებები ჰიბრიდული შეტევის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ქაოსის შექმნასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევას ისახავს მიზნად. ცრუ შეტყობინებები მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გასულ დღეებში დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბულგარეთის მედიასაშუალებებში, ასევე ევროპულ ავიაკომპანიებშიც შევიდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები