14 ნოემბერი 2026,   15:06
ვრცლად
ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროექტო მოიცავს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის, ასევე ახალი 11 ლანდაგიანი სატვირთო სადგურის მშენებლობა - ლაშა აბაშიძე

ანაკლიის პორტამდე ახალი სარკინიგზო ხაზი მივა. საქართველოს რკინიგზამ მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი თითქმის 18 კილომეტრიანი ელექტროფიცირებული ხაზისა და ანაკლიაში ახალი სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

დაახლოებით 205 მილიონი დოლარის ღირებულების სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება. გეგმის მიხედვით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა 2029 წელს, პორტის ამოქმედებისთვის უნდა იყოს მზად.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძით თქმით, ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ფარგლებში დაიგება ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზი, პროექტი ასევე მოიცავს 11 ლიანდაგიანი სატვირთო სადგურის მშენებლობას.

"გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც გულისხმობს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშვენებლობას, ეს პროექტი დააკავშირებს ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო მაგისტრალთან, ეს პროექტი მოიცავს ახალ სატვირთო სადგურსაც, რომელიც იქნება 11 ლიანდაგიანი სატვირთო სადგური, ხაზი იქნება სრულად ელექტროფიცირებული", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

დღის ამბები