ხუთი ქვეყანა, 500-ზე მეტი კარატისტი და ბრძოლა საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "თბილისი ოფენი" მიმდინარეობს.
საერთაშორისო ტურნირის შედეგებით ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებები დაკომპლექტდება. დღეს უფროსი ასაკის სპორტსმენები ასპარეზობენ, ხვალ კი მედლებისთვის ბრძოლაში უმცროსებიც ჩაერთვებიან.
ღონისძიებაზე საპატიო სტუმარია ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.
"ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა, მყავს ბევრი მეგობარი და ხშირად ვადევნებ თვალს. მიხარია ის, რომ ვარ საპატიო სტუმარი, ჩემთვის დიდი მოტივაციაა ეს ყველაფერი. მიხარია, რომ ახალ თაობას გვერდში ვუდგავარ და მოტივაციას ვაძლევ, რომ გახდნენ დიდი ჩემპიონები", - აღნიშნავს ეთერ ლიპარტელიანი.