17 ნოემბერი 2026,   17:33
ვრცლად
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი" აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის "თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - "ბუპრენორფინის“ შემცველი 500 აბზე მეტი მედიკამენტი აღმოაჩონეს.

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

 

დღის ამბები