17 ნოემბერი 2026,   18:19
ვრცლად
დაკავებული მამაკაცი, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობას გეგმავდა, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რაფი ორუჯოვია

დაკავებული მამაკაცი, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობას გეგმავდა, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რაფი ორუჯოვია.

ინფორმაციას "მარნეული-ეფემი" ავრცელებს. ორუჯოვი დღეს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ნაცნობს დაუკავშირდა და 25 000 დოლარის სანაცვლოდ, მკვლელობის შემსრულებლის მოძიება დაავალა. დანაშაული კი იმ დროს უნდა მომხდარიყო, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.

დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე.

დღის ამბები