რეკორდულად გაუფასურებული ლარი - მოქალაქეები კურიერთან გაძვირებულ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ საკუთარი შემოსავალი არაფერში აღარ ჰყოფნით.
თბილისელების უმეტესობას ხელისუფლების იმედი არა აქვთ და სამომავლოდ კიდევ უფრო მძიმე ვითარებას ელოდებიან.
სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის შეძენა დღეს 2 ლარად და 50 თეთრადაა შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 2.46 ლარია.