20 ნოემბერი 2026,   13:47
ვრცლად
ბრიუსელში, ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის, აქტივისტებმა ფერფლი შეაყარეს

ბრიუსელში, ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის, აქტივისტებმა ფერფლი შეაყარეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ევროკომისარი კიბოსთან ბრძოლის საკითხზე ევროკავშირის სტრატეგიის შესახებ სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა.

მომხდარი დაგმო ევროკომისიის პრეზიდენტმა. ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

პროტესტის მიზეზი ევროკომისიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებიც პესტიციდების რეგულაციების გამარტივებას ითვალისწინებს.

დღის ამბები