იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოწოდებები "ბრძოლა ბოლომდე" და "მშვიდობიანი დამხობა" იმ კონტექსტში, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მხარდაჭერას წარმოადგენს.
გორდულაძის განმარტებით, აღნიშნული ფრაზების შინაარსი მისი კონტექსტისა და წინამძღვრის მიხედვით უნდა შეფასდეს.
"ასეთი ფრაზა "ბრძოლა ბოლომდე" ეს შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, რომ მაგალითად, ჩვენ ნაკრები როდესაც თამაშობს, რა თქმა უნდა, ყველა ვამბობთ რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა ვუგულშემატკივროთ და უნდა გავიმარჯვოთ, სამშობლოს და სპორტის მოყვარული ყველა ადამიანი ასე უნდა აკეთებდეს. მაგრამ ამ სიტყვებს, როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე, ეს უკვე დამხობის აქციის და ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა, ცალსახად გამოხატული.
მათ შორის, როდესაც ამბობენ, რომ მაგალითად, "ოლიგარქია უნდა დაემხოს" ასეთი ფრაზა იყო, ნათქვამი. მოდი აბა, ისიც ვნახოთ, მანამდე რა აქვს ნათქვამი და მთელი ფრაზა რას მოიცავდა, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს. როდის ამბობდა მაგასაც მნიშვნელობა აქვს 4 ოქტომბრის დამხობისთვის, მშვიდობიანს რომ უწოდებდნენ ისინი, აი ამ ყველაფრისთვის მთელი სამზადისი, კამპანია რომ ჰქონდათ, ზუსტად ამავე დროს ნიკა გვარამია ამბობს, რომ რევოლუცია მოდის, რომ არჩევნებში მისვლა, ის არის ღალატი და უნდა დაემხოს. კონკრეტული ფრაზებიდან ამოგლეჯილ მცირე ციტატებს კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს, მთლიანად გაკეთებულ განცხადებას, როდის კეთდება და რას მიემართება. როდესაც საუბრობენ, რომ მაგალითად, საერთოდ ძალადობრივი აქტები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, რაც არ არსებობდა, იმის მხარდაჭერაც ვერ მოხდებოდა, მაგრამ ერთი არის მათი შეფასება, მეორე არის ფაქტები, რომელსაც ჩვენ მათ ვუყენებთ, როგორც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამ ქმედებების მხარდაჭერას",- განაცხადა გორდულაძემ.