20 ნოემბერი 2026,   15:54
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი ხმის უფლების გარეშე ევროკავშირის წევრობაზე: ასეთი ევროსაბჭოთა კავშირი არსებულ წევრებსაც არ სჭირდებათ

ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს 10-წლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს.

თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება თბილისში, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, პრაქტიკულად გამოდის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით, ქვეყნის სუვერენიტეტი დაცვის ნაცვლად უფრო შემცირდება.

"პრაქტიკულად გამოდის, რომ მაგალითად საქართველო თუ გაწევრიანდა ევროკავშირში, ამ წესების შესაბამისად, თუ საქართველოს ეკონომიკის, ან მიგრაციის, ან ემიგრაციის, ან ნებისმიერი პოლიტიკის საკითხი არ ემთხვევა ბრიუსელის საკითხს, გადაწყდება ბრიუსელის საკითხი და არა საქართველოს მოსახლეობის ინტერესები.

შენ თუ მეუბნები, რომ შენს სუვერენიტეტს კი არ დავიცავ, არამედ უფრო შევამცირებო, ბუნებრივია, ამაზე არავინ არ დათანხმდება.

ასეთი ევროსაბჭოთა კავშირი არსებულ წევრებსაც არ სჭირდებათ. ხომ ხედავთ, რომ არსებული წევრებიც ეწინააღმდეგებიან და მათ შორის არსებულ წევრებზეც უნდათ, რომ ჩამოართვან ვეტოს უფლება, ანუ აღარ შევეკითხოთ არსებულ წევრებსაც კიო და თუ ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობენ, ერთმანეთში ილაპარაკონ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა 10-წლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს პერიოდი 15 წლამდე გახანგრძლივდება.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ირლანდიის ინიციატივით შემუშავებულ ახალ მექანიზმზე უკვე შეთანხმდნენ. ბრიუსელის მთავარი ამოცანა გაფართოების პროცესისგან პოლიტიკური რისკების დაზღვევაა - ევროკავშირს არ სურს საკუთარ რიგებში განსხვავებული პოზიციების მქონე ქვეყანა მიიღოს.

დღის ამბები