20 ნოემბერი 2026,   15:34
ვრცლად
ევროპულ კავშირს აღარ უნდა, წევრებად მიიღოს სახელმწიფოები არაკონსოლიდირებული დემოკრატიით, რომლებიც შემდეგ საქმეს აფუჭებენ - გრიგოლ გეგელია

ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს 10-წლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ევროპულ კავშირს აღარ უნდა, რომ მიიღოს წევრებად სახელმწიფოები არაკონსოლიდირებული დემოკრატიით, რომლებიც შემდეგ "საქმეს აფუჭებენ".

"ევროპულ კავშირს აღარ უნდა, რომ მიიღოს წევრებად სახელმწიფოები არაკონსოლიდირებული დემოკრატიით, რომლებიც შემდეგ აფუჭებენ საქმეს. ევროპული კავშირი რაღაც საქველმოქმედო ფონდი არ არის, ხომ? ეს არის კონკრეტული კავშირი, კონკრეტული იდეალებით შეკრული კავშირი და შენ თუ გინდა მისი წევრობა, უნდა იზიარებდე მის წესებს. როდესაც შენ მიგიღებენ ევროპულ კავშირში, გაქვს 10 წელი, რომლის განმავლობაშიც მარტო კი არ უნდა გამდიდრდე და ცალმხრივად სიკეთეები კი არ უნდა წამოიღო ევროკავშირიდან, არამედ ასევე უნდა აჩვენო, რომ შენ ხარ ერთგული იმ ღირებულებების, რომლის გამოც ეს კავშირი შეიქმნა", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა 10-წლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ეს პერიოდი 15 წლამდე გახანგრძლივდება.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ირლანდიის ინიციატივით შემუშავებულ ახალ მექანიზმზე უკვე შეთანხმდნენ. ბრიუსელის მთავარი ამოცანა გაფართოების პროცესისგან პოლიტიკური რისკების დაზღვევაა - ევროკავშირს არ სურს საკუთარ რიგებში განსხვავებული პოზიციების მქონე ქვეყანა მიიღოს.

დღის ამბები