20 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ტრადიციული კარნავალი ვენეციაში - 30 იანვარს ანგელოზის დაშვების რიტუალი შესრულდება

ვენეციაში ტრადიციული კარნავალი გაიხსნა. მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კარნავალი, ლაგუნაზე თეატრალური წარმოდგენით დაიწყო.

კარნავალის სამხატვრო ხელმძღვანელი წელს რეჟისორი მარკო მაკაპანია, რომელმაც წმინდა მარკოს მოედანი ხელოვნებისა და ხელსაქმის ცენტრად გადააქცია.

კარვალავი 9 თებერვლამდე გაგრძელდება და ამ პერიოდში ვენეციაში ასზე მეტი ღონისძიება იგეგმება, მათ შორის თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები და გამოფენები.

30 იანვარს კი კარნავალის ყველაზე ლამაზი რიტუალი – ანგელოზის დაშვება შესრულდება.

საუკეთესო ნიღბის კონკურსის შარშანდელი გამარჯვებული წმინდა მარკოს მოედანზე სამრეკლოდან დაეშვება.

კარნავალის მსვლელობის დროს ვენეციაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იმოქმედებს.

 

 

 

 

დღის ამბები