08 ოქტომბერი 2024,   10:39
ვრცლად
შეერთებულ შტატებში დიდთოვლობაც 29 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში დიდთოვლობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც მილიონობით ადამიანია ჩართული. ძლიერ ქარბუქს, ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანი ემსხვერპლა. უმეტესობა მათგანი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა. თოვლის საფარის სიმაღლემ 5–თ შტატში 1–თ მეტრს მიაღწია, მათ შორის ვაშინგტონშიც, სადაც სამთავრობო დაწესებულებები და საჯარო სკოლები ამ დრომდე დახურული რჩება. შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ნიუ იორკიც, სადაც მსგვასი დიდთოვლობა 1869 წლის შემდეგ არ ყოფილა. ქარბუქის დაწყების დღიდან შეერთებულ შტატებში 12 ათასამდე ავიარეისი გადაიდო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები