08 ოქტომბერი 2024,   10:47
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ალასკის შტატში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა

შეერთებული შტატების ალასკის შტატში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქ ანკორიჯის სამხრეთ დასავლეთით იყო.

მიწისძვრის შემდეგ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ 4 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ძლიერ ბიძგებს 2 განმეორებითი, შედარებით სუსტი ბიძგიც მოჰყვა. ცუნამის საფრთხე ამ ეტაპზე არ დასტურდება.

დღის ამბები