08 ოქტომბერი 2024,   10:49
ვრცლად
სირიაში შეტაკებების შემდეგ გადარჩენილებს ეძებენ - მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში

სირიის ქალაქ ალეპოში სამთავრობი ჯარებისა და ოპოზიციის შეტაკებების შემდეგ გადარჩენილებს ეძებენ. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

იერიშები ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ განხორციელდა, რაც სირიის კრიზისის დიპლომატიურად მოგვარების საერთაშორისო მცდელობას წარმოადგენს.

მოლაპარაკება დღეისთვის არის დაგეგმილი, თუმცა სავარაუდოდ გადაიდება, რადგან ვერ შეთანხმდნენ საკითხზე, ვინ წარადგენს სირიის ოპოზიციას.

ასადის ჯარებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლათაკიის პროვინციაში რამდენიმე ქალაქზე დაიბრუნეს კონტროლი. სამთავრობო ჯარებს პოზიციების გამყარებაში რუსული ავიაცია და ლიბანური დაჯგუფება ჰესბოლა ეხმარება.

დღის ამბები