28 ნოემბერი 2026,   12:56
ვრცლად
მარიამ ლაშხი: რუსეთის მხარეს არაერთხელ დაურღვევია სამართლიანობის პრინციპი და ღვინის კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც სწორედ რომ უსამართლო მიდგომაა

მაშველი რგოლი ოპოზიციისთვის მოსკოვიდან და შეზღუდვები, რომელსაც არგუმენტი არ გააჩნია - მინსკში გამართულ შეხვედრაზე, რუსული მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციები მმართველი გუნდისთვის გაუგებარია. "ქართულ ოცნებაში" კითხვებს ბადებს რუსეთის გზავნილები, ერთი მხრივ, ქართული ღვინის კომპანიების დასანქცირება, მეორე მხრივ კი, უნივერსიტეტების დაძმობილების ინიციატივა.

კანონმდებლების განცხადებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი - ხომ არ ემსახურება ეს დამოკიდებულება ქართული ოპოზიციის გამოფხიზლებასა და რეინკარნაციას.

"რუსეთის მხარეს არაერთხელ დაურღვევია სამართლიანობის პრინციპი და ის გადაწყვეტილებაც, რაც არის ღვინის კომპანიების დასანქცირება, სწორედ არის უსამართლო მიდგომა. რაც შეეხება უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, ეს არათანმიმდევრული და ერთადერთი ახსნაა, კიდევ ერთი დამატებითი საშუალება და წყარო მისცეს ოპოზიციურ მხარეებს, მათ ფავორიტ სააკაშვილს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ტემპერატურა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა არის გონიერი და მათ ყველა ნაბიჯს, განსაკუთრებით, სახელმწიფოს გონიერ ნაბიჯებს, შესაბამისად აფასებს," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

დღის ამბები