კანარის კუნძულებთან, მიგრანტების ნავზე, 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს. Reuters-ის ცნობით, ნავზე, რომელმაც გამბია 10 დღის წინ დატოვა, ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. ნავზე 100-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა.
მაშველებმა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექვსი პირი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენების ევაკუაცია კი ხომალდით განხორციელდა.
პარალელურად, სამაშველო სამსახურებმა კიდევ ერთ ნავზე მყოფი 84 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.