08 ოქტომბერი 2024,   10:43
ვრცლად
ძლიერ ყინვას ტაივანში 85 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერ ყინვას ტაივანში 85 ადამიანი ემსხვერპლა. უმეტესობა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო გამოწვეული გულის შეტევით და სხეულის გადაციებით დაიღუპა. ტაივანის გარდა ყინვა და დიდთოვლობაა სამხრეთ კორეაში, ჰონგ–კონგში, ჩინეთსა და იაპონიაში. შეფერხებით მოძრაობს ტრანსპორტი მთავარ მაგისტრალებზე.

ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად ჰონგ–კონგში ჰაერის ტემპერატურა სამ გრადუსამდე დაეცა. სტიქიას მსხვერპლი იაპონიაშიც მოჰყვა. დაიღუპა 5 ადამიანი, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

დღის ამბები