08 ოქტომბერი 2024,   10:38
ვრცლად
ვენეციის კარნავალი ნავების აღლუმით გრძელდება

ვენეციაში ყოველწლიური კარნავალი მიმდინარეობს. ლაზერული შოუს შემდეგ ქალაქში ნავების აღლუმი გაიმართა. საკარნავალო კოსტუმებში ჩაცმულმა მოზეიმეებმა დეკორაციებით  გაფორმებული ნავებით ქალაქის თითქმის ყველა არხი გაიარეს. აღლუმის მონაწილეებს მაყურებლები ხიდებიდან ესალმებოდნენ. ვენეციის კარნავალი წელს 9 თებერვალს დაიხურება და ტრადიციულად მთავარი ცერემონია წმინდა მარკოზის მოედანზე გაიმართება.

დღის ამბები