საქართველოს პრესის ასოციაციის დირექტორის, ლაშა ტუღუშის მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოეწყო, რუსულ საფრთხეებსა და რუსულ პროპაგანდას ეხებოდა.
ეკონომიკურ თუ თავდაცვით სფეროში რუსულ გავლენასთან ერთად ანგარიშში ვრცელი ადგილი სწორედ იმ საინფორმაციო ომს დაეთმო, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს.
კვლევის თანახმად ჰიბრიდულ ომში ბევრი ქართული მედიასაშუალებაც მონაწილეობს. ექსპერტების ინფორმაციით, უკონტროლო რუსული ფულით ფინანსდება, როგორც პოლიტიკური პარტიები ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.
დღესვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ საკითხით სპეცსამსახურები უნდა დაინტერესდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ამ დისკუსიაში იღებდნენ მონაწილეობას, თანხმდებიან, რომ ღონისძიებები გასატარებელია, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ვერ საუბრობენ.
ავტორები: ეკა გაგუა, გიორგი კვიწინაძე.