დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები გომბორის უღელტეხილზე - იყრება ტექნიკური მარილი.
გზის ამ მონაკვეთზე ამ დრომდე შენარჩუნებულია შეზღუდვები - გადაადგილება უღელტეხილზე მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.
პარალელურად, უკვე აღდგენილია მოძრაობა თელავი-ახმეტისა და ბაკურციხე-თბილისის მიმართულებით.
დიდთოვლობის გამო 10 ათასზე მეტი აბონენტი რამდენიმე საათის განმავლობაში დენის გარეშე იყო დარჩენილი.