20 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
შესაძლებელია, მმართველი გუნდისთვის არ არის მისაღები ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს - ეკა გიგაური

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა, სავარაუდოდ, უკავშირდება იმას, რომ მმართველი კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით  უკმაყოფილოა. 

ამის შესახებ განცხადებები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

„კონტექსტს უნდა შევხედოთ, რატომ გააჟღერა იუსტიციის სამინისტრომ ეს რეფორმა. იმიტომ, რომ შესაძლებელია, მათთვის არ არის მისაღები ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იღებს. რატომ ხდება არაპირდაპირი ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე? იმიტომ ხომ არა, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი იღებენ, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გუშინ თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება დააანონსა, რაც, გიორგი პაპუაშვილის აზრით, გიგი უგულავასა და რუსთავი2-ის საქმეებს უკავშირდება.

 

 

დღის ამბები