რიკოთის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა ბობოყვათი–ბათუმის მონაკვეთზე და ამ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ გასვიანი, კურიერთან საუბრისას აცხადებს, შეზღუდვები რჩება კობი-გუდაურის გზაზე, რომელიც ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია.
ასევე შეზღუდვებია თბილისი-ლაგოდეხის შემოვლით გზაზეც.
გასვიანის თქმით, რთული ვითარებაა გურიის რეგიონშიც. შეზღუდვა რჩება ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.