უკვე რამდენიმე საათია, ქუთაისი-ალტანა-ამბროლაურის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. მიზეზი ჩამოწოლილი მეწყერი გახდა.
არსებული ინფორმაციით, გუმათჰესის მიმდებარე ტერირტორიაზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ამბროლაურის მიმართულებით გადაადგილება შემოვლითი გზით ხორციელდება.