დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 384 სკოლაში სასწავლო პროცესი წყდება. 204 სკოლაში დიდთოვლობის, 180-ში კი გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, მათ შორის თბილისის 24 სკოლაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, სამი დღით იხურება ყველა ის სასწავლო დაწესებულება, სადაც მოსწავლეთა 20 პროცენტზე მეტი გაკვეთილებს აცდენს.
განათლების სამინისტროში წინასწარ ვერ საუბრობენ, განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი ორშაბათს.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, დღეს მიიღებენ გადაწვეტილებას შეწყდება თუ არა პროცესი დროებით.