20 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
მახინჯაურში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაზიანდა

უხვმა ნალექმა მახინჯაურში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა. დიდთოვლობის შედეგად, გრაფ სერგეევის აგარაკის გუმბათი ჩამოინგრა. შენობა საუკუნეზე მეტს ითვლის.

არავინ დაშავებულა, თუმცა საფრთხე ექმნება იქ მცხოვრებ სამ ოჯახს. როგორც ამბობენ გუმბათი უკვე რამდენიმე წელია დაზიანებულია და რეკონსტრუქციას საჭიროებდა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ადგილზე დაათვალიერა აჭარის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, გრაფ სერგეევის აგარაკის რეკონსტრუქციას ტენდერის შედეგად გამოვლენილი კომპანია განახორციელებს.

 

 

დღის ამბები