20 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
საბავშვო ბაღებში სწავლა რამდენიმე დღით შეწყდა

საბავშვო ბაღებში სწავლა პირველ თებერვლამდე შეწყდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი 2-ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ კვირტიას განცხადებით სწავლის შეწყვეტა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაცია გახდა, რომლის თანახმადაც, თუ გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს, სწავლა მინიმუმ რამდენიმე დღით უნდა შეწყდეს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა მშობლები გარკვეული პანიკის გამო ბავშვებს არ უშვებდნენ, რამაც გაცდენების რაოდენობა გაზარდა.

თამარ კვირტიას თქმით ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გაძლიერებეულია სადეზინფექციო სამუშაოებიც.

დღის ამბები