ლადო გუდიაშვილის გაუჩინარებული ნამუშევარი-"ქალი მტრედით" თავის დროზე მხატვარმა ნატო ვაჩნაძეს მიუძღვნა და შემდეგ საჩუქრად მსახიობს გადასცა. ნახატი წლების განმავლობაში გურჯაანში ვაჩნაძის სახლ–მუზეუმში ინახებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის მუზეუმის ექსპონატებს შორის აღარ ირიცხება.
ლადო გუდიაშვილის ნამუშევრის მოპარვის შესაძლებლობას, მუზეუმში გამორიცხავენ. მენეჯერი, რომელიც მაშინ მუზეუმის დირექტორი იყო ამბობს, რომ გრაფიკა რამდენიმე წლის წინ გაიტანეს, თუმცა ვინ გაიტანა და სად წაიღო ამის შესახებაც როზა აფციაურმა არაფერი იცის.
ამ კონკრეტული ნამუშევრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ შენგელაიების ოჯახს. მსახიობის შთამომავლები ადასტურებენ, რომ ლადო გუდიაშვილის გრაფიკა უკვე სამი წელია დაკარგულია.
გიორგი შენგელაია გეგმავს, რომ ლადო გუდიაშვილის დაკარგული ნამუშევრის შესახებ საგამოძიებო უწყებას მიმართოს.
ავტორი: ეკა გაგუა.