გაგარინის ქუჩაზე საავტომობილო გზის მონაკვეთი დაზიანდა. მიზეზი, ადგილზე მომუშავე სპეციალისტების თქმით, ძლიერი ყინვაა, რამაც მიწის ქვეშა წყალგაყვანილობის მილები გახეთქა.
ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე ცალმხრივად შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა. დაზიანებული მილების გამო, თბილისის რამდენიმე უბანში წყლის მიწოდება შეწყვეტილია.