აქციი ბათუმი ყველას ქალაქია ფარგლებში - ქალაქის სხვადასხვა ადგილებში თოვლის საფარისაგან გაწმენდის მიზნით დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს დილიდან ძველი ბათუმის გაწმენდით სამუშაოებში შსს-ს ქვედანაყოფები, აჭარის სპორტსმენები, ახალგაზრდები და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
200-ზე მეტი მოხალისე ძველი ბათუმის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.
აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყველაზე დიდი ნალექი ძველ ბათუმში იყო. მისი თქმით, მერიის მხრიდან სავალი ნაწილები გაიწმინდა, თუმცა გარკვეული ნაწილი ისევ გასაწმენდია.