5 დღიანი ჩაკეტვის შემდეგ კობი-გუდაურის მონაკვეთი გახსნილია. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
ამ დროისათვის, მცხეთა–სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
„მოძრაობა აღდგენილია სრულად. მსუბუქი მანქნებისთვის დასაშვებია მოცურების საწინააღმდეო ჯაჭვებით მოძრაობა, ორხიდიანი და მეტი წამყვანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია,“ - განაცხადა საავტომობილო გზების წარმომადგენელმა ზაზა აგულაშვილმა.