სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 5 ადამიანი 6 კი დაშავდა.
დაშავებულებიდან 3-ის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც გვიან ღამემდე ოპერაცია უტარდებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა ქუთაისში ერთიც კი თბილისში გადმოიყვანეს. ორივეს მდგომარეობა მძიემა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.