20 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს. II ქვეითი ბრიგადის ბრავო ასეული სოფელ ჰასანხელის მაცხოვრებლებს შეხვდა და გაესაუბრა.

ჯარისკაცებმა ადგილობრივებს თბილი ტანსაცმელი, ჩექმები, თეთრეული, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს.

„მოსახლეობა იყო ძალიან კმაყოფილი, რადგან ქართულმა ბატალიონმა პირველად ჩაატარა ასეთი სახის ჰუმანიტარული ოპერაცია,“ - განაცხადა 22-ე ბატალიონის სამოქალაქო ურთიერთობის ოფიცერმა, გიორგი ბრელიძემ.

მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფს საბრძოლო მხარდაჭერა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა და ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა გაუწიეს.

დღის ამბები