20 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ზუგდიდში 500-მდე მიკროავტობუსის მძღოლი გაიფიცა - აქცია თურქული კომპანია METRO-ს წინააღმდეგ

წუხელ, გვიან ღამით ზუგდიდში საერთაშორისო, ასევე საქალქათაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების 500-მდე მძღოლი გაიფიცა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ავტოსადგურში იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეები თურქული კომპანია METRO-ს ქსელის ავტობუისების შემოსვლას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ისინი უმუშევრები დარჩებიან, თუკი აღნიშნული ავტობუსები საქართველოში შემოვლენ.

თურქული კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი საქართველოში კანონის სრული დაცვით შემოდიან და მგზავრებს უფრო კომფორტულად მოემსახურებიან.

დღეს სადგურზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ და მათი დახმარებით METROS-ს ფირმის პირველი ავტობუსი ავტოსადგურიდან გავიდა. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ავტობუსებს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

 

 

ფოტო: არქივიდან 

 

 

დღის ამბები