02 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ხვალიდან თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ხვალიდან თბილისში, დავით აღამშენებლის გამზირზე, საატომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მერიის განცხადებით, სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, გადაიეკეტება ჭოროხის ქუჩის გადაკვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი.

მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭოროხის ქუჩიდან დიმიტრი უზნაძის ქუჩის ან მარცხენა სანაპიროს გავლით. ამასთან, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ქორწინების სახლიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით.

სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის მოედნიდან დავით აღმაშენებელის გამზირის მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი მაზნიაშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.

დღის ამბები