20 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობა საკუთარ მისიებსა და ოპერაციებში ნებისმიერი სახის დანაშაულებრივი ქმდებების მიმართ - იანოშ ჰერმანი

„ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობა საკუთარ მისიებსა და ოპერაციებში სექსუალური ძალადობისა და ნებისმიერი სახის დანაშაულებრივი ქმდებების მიმართ,“ - ასე გამოეხმაურა ცენტრალურ აფრიკაში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

იანოშ ჰემრანის განცხადებით, ყველა ბრალდება სრულყოფილად და სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული.

„ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს ამ ინფორმაციას. მიგვაჩნია, რომ ეს ბრალდებები სრულად და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული. აქვე მინდა, ავღნიშნო, რომ ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობა საკუთარ მისიებსა და ოპერაციებში სექსუალური ძალადობისა და ნებისმიერი სახის დანაშაულებრივი ქმდებების მიმართ. მორალური სტანდარტები ევროკავშირის ოპერაციებში დაცული უნდა იყოს,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები