უშგულში ჩარჩენილი მოქალაქეები ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა გამოიყვანეს.
სამაშველო ღონისძიება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ცართულები იყვნენ მესტიის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
შეტყობინება, რომ უშგულში დიდთოვლობის გამო მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ -
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა.