ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, განახლებულმა თეატრმა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა წარმოადგინა. სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იყო „გორდასა“ და „აბესალომ და ეთერის“ კოსტიუმები და პარტიტურები, ასევე ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა. სულ, თეატრის აღდგენა და რესტავრაცია 40 მილიონ დოლარამდე დაჯდა.
საზეიმო გახსნას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. თუმცა, ღონისძიებაზე არ მისულა პრეზიდენტი, ოპერის თეატრის გახსნას არც ყოფილი პრემიერმინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დასწრებიან. პრემიერა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
მშვიდობიანი პროტესტი ოპერის ბაღში იმ ადამიანებმა გამართეს, ვისთვისაც სტუმრების მოწვევის ფორმა და ორგანიზატორების მხრიდან, ბილეთების გაყიდვაზე უარის თქმა, მიუღებელი აღმოჩნდა.
164-ე სეზონის გახსნა რუსთაველის გამზირზე ფოიერვერკით აღინიშნა.