08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ნატოს რადარებიც ადასტურებენ - თურქეთის ხელისუფლება

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ დარღვევის ფაქტს ნატოს რადარებიც ადასტურებენ. შესაბამისი მასალები კი რუსეთის საგარეო უწყებას უკვე გადაეცა.

თურქეთის პრემიერის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს მსგავსი ინციდენტის მიმალვა არ გამოუვა.

რუსეთის ხელისუფლებამ სუ–34 რეაქტიული თვითმფრინავის მიერ თურქეთის სივრცის გადაკვეთის ფაქტი უარყო და ბრალდებას მოსკოვის წინააღმდეგ აგორებული მორიგი პროპაგანდა უწოდა.

საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის ფაქტი ცნობილი გასული კვირის პარასკევს გახდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები