08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა, Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა მხარეები მზად არიან, მოლაპარაკებების მაგიდას ხელახლა მიუსხდნენ.

ტუსკისა და დევიდ კემერონის შეხვედრას მედია გადამწყვეტ ნაბიჯად აფასებდა თებერვალში დაგეგმილ სამიტამდე, რამაც თავის მხრივ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობაზე რეფერენდუმის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

დღის ამბები