08 ოქტომბერი 2024,   09:35
ვრცლად
სირიაში გუშინ მომხდარი ტერაქტების დროს გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

სირიაში გუშინ მომხდარი ორმაგი ტერაქტების დროს გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ევროკავშირის განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილი ორი აფეთქების მიზანი სწორედ ჟენევის მოლაპარაკებებისთვის ხელის შეშლა იყო.

საერთაშორისო საზოგადოება ჟენევაში სირიის კრიზისის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების მოლოდინშია. იქ უკვე იმყოფებიან სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც, თუმცა ოპოზიცია მოლაპარკებებზე უარს ამბობს, სანამ ხელისუფლება მოსახლეობის ჰუმანიტარულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმაც მოუწოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები