08 ოქტომბერი 2024,   09:33
ვრცლად
რუსეთს ეგვიპტეში მომხდარ ავიაკატასტროფაზე ახალ ვერსიები აქვს

რუსეთის სპეცსამსახური ეგვიპტეში მომხდარ ავიაკატასტროფთან დაკავშირებით ახალ ვერსიაზე მუშაობს. გამოძიების ვარაუდით რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება თურქეთის რადიკალური ორგანიზაციის რუხი მგლების წევრებმა მოაწყეს. ამის შესახებ გაზეთი კომერსანტი წერს.

ამავე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა აიღო პასხუხისმგებლობა თურქების მიერ ჩამოგდებული სუ 24-ის პილოტის დახვრეტაზეც. რუსული ბომბდამშენი 2015 წლის ნოემბერში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდეს.

რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კი კატასტროფა 31 ოქტომებრს სინაის ნახევარკუძულზე განიცდა. ბორტზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მაშინ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები