08 ოქტომბერი 2024,   09:29
ვრცლად
ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში თავდასხმას 65 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში თავდასხმას 65 ადამიანი ემსხვერპლა. დაჯგუფება ბოკო ჰარამის მებრძოლები ქალაქ მაიდუგურის გარეუბანში შეიჭრნენ და საცხოვრებლებს ცეცხლი წაუკიდეს. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

ადგილობრივების ნაწილმა მეზობელ დასახლებაში გაქცევა სცადა, თუმცა ხალხის ნაკადში რამდენიმე მებრძოლმა თავი აიფეთქა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს რეგიონში ბოკო ჰარამის მიერ მოწყობილი მესამე თავდასხმაა. 

დღის ამბები